პოჩეტინომ "ნიუკასლს" პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "ნიუკასლ იუნაიტედს" პირობა წაუყენა, თუ რა შემთხვევაში გახდება ჩრდილოური გუნდის მთავარი მწვრთნელი.

გამოცემის მიხედვით, პოჩეტინომ კლუბის ახალ მფლობელს "ბარსელონას" ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შეძენა მოსთხოვა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით "ბაიერნის" რიგებში გამოდის.

ჯერჯერობით "ნიუკასლს" ოფიციალურად ისევ მილიარდერი მაიკ ეშლი მართავს, რომელიც კლუბის 342 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდვას დათანხმდა. ახალი მფლობელი კი საუდის არაბეთის პრინცის მიერ მართული ფონდია. მხარეები პრემიერლიგის მხრიდან შეთანხმების გაოფიციალურებას ისევ ელოდებიან.

აქამდე ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ პრინცმა პოჩეტინოს 20 მილიონზე უფრო
დიდი ხელფასი შესთავაზა. აღნიშნული რიცხვი ციდან არ ჩამოვარდნილა, სწორედ ამდენია "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გასამრჯელო, რომელიც ბრიტანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ შემთხვევაში რიცხვს კი არ ამბობენ,არამედ ციფრს.
status quo
14:03 04-05-2020
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული