საუკეთესო მაჩვენებელი სროლაში - პრემიერლიგის ვარსკვლავმა სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა

AutoSharing Option
Sky Sports-ის ინფორმაციით, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" კორეელმა ვარსკვლავმა სონ ჰენ მინმა სამხრეთ კორეის ეროვნულ არმიაში სამხედრო სამსახური მოიხადა.

მოსამზადებელი შეკრების გავლის შემდეგ, ერთიანი შედეგების მიხედვით, სონი თავისი ჯგუფის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, ჯგუფი კი 157 სამხედროსაგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელმა სროლაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ცერემონია დახურულად მიმდინარეობდა, თუმცა ქუჩაში სონს რამდენიმე ათეული გულშემატკივარი ელოდებოდა.

სამხრეთ კორეის კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერმა მამაკაცმა 28 წლამდე უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელიც 21 თვისაგან შედგება. 2018 წელს ფეხბურთელმა თავის ნაკრებთან ერთად
აზიის თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვა, რამაც საშუალება მისცა, სრული სამხედრო სამსახურის მოხდისათვის თავი აერიდებინა, თუმცა 3-კვირიანი კურსის გავლა მაინც მოუწია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი რას ნიშნავს კანონი და ქვეყნის სიყვარული ნებისმიერი მოქალაქე უნდა წავიდეს მისი და მისი მშობლის სტატუსის მიუხედავად
თემური
23:36 08-05-2020
0
მაგარი ქვეყანა. მაგარი კაცი .
ტოტტი
17:20 08-05-2020
1

სიახლეები პოპულარული