"არსენალის" ფეხბურთელის მეუღლე ლონდონის აეროპორტში დააკავეს

AutoSharing Option
ფრანკფურტიდან ლონდონში ჩაფრენის შემდეგ აეროპორტში "არსენალის მცველის ზეად კოლაშინაცის მეუღლე ბელა კოლაშინაცი დააკავეს, - იტყობინება "სანი".

გამოცემის მტკიცებით, ბელა თავდაცვის მიზნით შეძენილი ელექტროშოკის მოწყობილობის გატანას ცდილობდა. მან გადამზიდ კომპანიას წინასწარ მიმართა, რათა გაერკვია, ჰქონდა თუ არა ამის უფლება, პასუხი კი მხოლოდ ინგლისში მიიღო. აკრძალული იარაღის ბრიტანეთში შეტანისათვის მისთვის შეიძლებოდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, მაგრამ ადვოკატის დახმარებით ყველაფერი გაარკვია და საზღვარი გადაკვეთა.

შეგახსენებთ, 2019 წლის ზაფხულში კოლაშინაცსა
და მის თანაგუნდელ მესუთ იოზილს ლონდონში თავს დაესხნენ. მოგვიანებით პოლიციამ ბოროტმოქმედები დააპატიმრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული