სულ უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია ვრცელდება პრემიერლიგაში ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, კოუტინიოს წარმომადგენელს უკვე სამი ინგლისური კლუბი დაუკავშირდა და მოლაპარაკება წამოიწყო. ერთ-ერთი მათგანი "ნიუკასლია", რომელსაც მალე მდიდარი მფლობელი ეყოლება.
ის ამჟამად "ბარსელონადან" "ბაიერნშია" განათხოვრებული. ბავარიული კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს, "ბარსა" კი მზადაა 80 მილიონ ევროდ გაყიდოს.