რიშარილსონი: ჩემი მწვრთნელი მსოფლიოში ერთი-ერთი საუკეთესოა

AutoSharing Option
"ევერტონის" ნახევარმცველმა რიშარილსონმა თავისი გუნდის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი შეაქო.

"სიამაყით ვამბობ, რომ ჩემი მწვრთნელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ანჩელოტის მსგავსად ფეხბურთი ბევრმა არ იცის და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონეა. კონკურენტუნარიანი და ძალიან ჭკვიანია. უყვარს გუნდთან მუშაობა, რომელიც ასევე კარგია.

ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ითხოვს და იცის, უკეთ როგორ გვათამაშოს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი მწვრთნელია. ვცდილობ, მისგან ყოველდღე საუკეთესო გაკვეთილი მივიღო", - განუცხადა ბრაზილიელმა Goal-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული