"ლივერპულმა" ამხანაგურ მატჩში "ბლექბერნი" გაანადგურა

AutoSharing Option
სეზონის განახლების წინ "ლივერპულმა" "ენფილდზე" ამხანაგურ მატჩში "ბლექბერნი" 6:0 დაამარცხა.

შეხვედრაში მონაწილეობა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა: ნეკო უილიამსმა, კი ჯან ჰუვერმა, ლეიტონ კლარკსონმა და სხვებმა მიიღეს.

მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შესვენებაზე 7 ფეხბურთელი გამოცვალა, მოჰამედ სალაჰი და ენდრიუ რობერტსონი კი არ ათამაშა.

21 ივნისს, პრემიერლიგის 30-ე ტურში "ლივერპული" "ევერტონს" შეხვდება.

ლივერპული - ბლექბერნი 6:0
გოლები: 1:0 მანე, 2:0 კეიტა, 3:0 მინამინო, 4:0 მატიპი, 5:0 ჰუვერი, 6:0 კლარკსონი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული