ცნობილი გახდა, თუ რატომ ფერხდება "ლაიპციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერის ლონდონში გაფრენა, სადაც მან "ჩელსიში" მედშემოწმება უნდა გაიაროს.
The Athletic-ის ჟურნალისტი რაფაელ ჰონიგშტეინი იტყობინება, რომ ის კორონავირუსით გამოწვეული ბუნდესლიგის წესების გამო ბრიტანეთში გაფრენას ვერ ახერხებს. "ჩელსი" მზადაა ფეხბურთელს მედშემოწმება გერმანიაში ჩაუტაროს, რამეთუ ინგლისში ჩასვლის შემთხვევაში, ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწევს.
ასეა თუ ისე, ვერნერის ტრანსფერი უკვე ფაქტობრივად განხორციელებულია.
ასეა თუ ისე, ვერნერის ტრანსფერი უკვე ფაქტობრივად განხორციელებულია.