ვერნერი გაფრენას ვერ ახერხებს - მას ლონდონში ელოდებიან

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, თუ რატომ ფერხდება "ლაიპციგის" თავდამსხმელ ტიმო ვერნერის ლონდონში გაფრენა, სადაც მან "ჩელსიში" მედშემოწმება უნდა გაიაროს.

The Athletic-ის ჟურნალისტი რაფაელ  ჰონიგშტეინი იტყობინება, რომ ის კორონავირუსით გამოწვეული ბუნდესლიგის წესების გამო ბრიტანეთში გაფრენას ვერ ახერხებს. "ჩელსი" მზადაა ფეხბურთელს მედშემოწმება გერმანიაში ჩაუტაროს, რამეთუ ინგლისში ჩასვლის შემთხვევაში, ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწევს.

ასეა თუ ისე, ვერნერის ტრანსფერი უკვე ფაქტობრივად განხორციელებულია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
საწყენია რომ უფრო შემტევ გუნდში ვერ მოხერხდა მისი გადასვლა. ჩელსი არ არის მის გუნდი ჩემი აზრით.
G.LA
12 ივნისი 2020 09:08
0
და სწორედ მაგის გამო არ არის გამორიცხული, ვერც ითამაშოს ისე, როგორც აქამდე. კლოზეც ვერდერში ბომბარდირი იყო და ბაიერნში - ვერა, გადავიდა ლაციოში და საუკეთესო პერიოდი დაუდგა. ლივერპულში კარგი იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა.
: )))))))
12 ივნისი 2020 15:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული