განახლებული პრემიერლიგის გადატანილი 28-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში 3:0 მოუგო "არსენალს".
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ენტონი ტეილორმა 49-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა "მეთოფეთა" მცველი დავიდ ლუისი, რომელიც 24-ე წუთზე პაბლო მარის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე. მან საჯარიმოში რიად მარეზი წააქცია, პენალტი კი კევინ დე ბრუინმა ზუსტად შეასრულა.
ბრაზილიელმა ამ სეზონში მეოთხე თერთმეტმეტრიანი "აიკიდა".
რაც 2015 წელს "ლივერპულიდან" გადავიდა, რაჰიმ სტერლინგმა "სიტიში" ყველა ტურნირზე 90 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი ჩემპიონატზე მის ანგარიშზე 25 მატჩში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
"არსენალმა" დეკემბრის შემდეგ პრემიერლიგაზე პირველი მარცხი განიცადა და ამით მისი 8-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.
"ქალაქელები" 60 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" 22 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ "ლესტერს" 7 ქულით უსწრებს და 22 ივნისს "ბარნლის" უმასპინძლებს.
მანჩესტერ სიტი - არსენალი 3:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (45+2), 2:0 დე ბრუინი (51, პენ), ფოდენი (90+1)