"სიტის" ახალგაზრდა მცველმა შეჯახებისაგან გონება დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის განახლების შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" "არსენალი" საკუთარ კედლებში იოლად დაამარცხა (3:0), თუმცა ეს გამარჯვება 19 წლის ესპანელ მცველ ერიკ გარსიას მძიმე ტრავმად დაუჯდა.

თინეიჯერი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის მე-7 მატჩს თამაშობდა და საკმაოდ კარგად, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთებზე თანაგუნელი მეკარე ედერსონ მორაეში შეეჯახა და ლამის კისერი მოტეხა.

გარსიამ შეჯახებიდან მალე გონება დაკარგა და გამოფხიზლების შემდეგ მოედანზევე დასჭირდა ჟანგბადის ბალონის მიწოდება, რადგან სუნთქვა უჭირდა. ჯერჯერობით მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

182 სმ სიმაღლის ცენტრალური მცველი "მანჩესტერ სიტის" აღზრდილია და წელს პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონი ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული