ოფიციალურად: ვერნერი "ჩელსის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ლეიფციგის" ფორვარდი ტიმო ვერნერი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

დღეს, 18 ივნისს, მან ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდს პირველ ივლისს შეუერთდება.

მანამდე კი ის ამჟამინდელი კლუბის ღირსებას დაიცავს, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელ მატჩს 27 სექტემბერს გამართავს.

პრესის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი "ჩელსის" 60 მილიონი ევრო დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში გერმანელმა 41 მატჩში 31 გოლი და 13 ასისტი გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული