მარტენ სტეკელენბურგი "ევერტონიდან" "აიაქსში" დაბრუნდება

AutoSharing Option
"აიაქსმა" ოფიციალურად გამოაცხადა მეკარე მარტენ სტეკელენბურგის დაბრუნება.

გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სტეკელენბურგი "აიაქსში" 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ის "ევერტონს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ამსტერდამული კლუბი ხელში უფასოდ ჩაიგდებს.

სტეკელენბურგი "აიაქსის" აღზრდილია და მის ღირსებას 2011 წლამდე იცავდა.

ამ სეზონში მან პრემიერლიგის 19 მატჩში 24 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა დროს ესაა.2010-ის მსოფლიოზე თითქმის უკვე ვეტერანად ითვლებოდა.ან რად უნდათ.
Master
12:43 23-06-2020
0
ამ სეზონში არცერთ ტურნირზე არცერთი მატჩი არ უთამაშია და არცერთი გოლი არ გაუშვია :)
ააა
09:36 23-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული