22 ივნისს, პრემიერლიგის 30-ე ტურის დასკვნით მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე "ბარნლი" 5:0 გაანადგურა.
პირველი ტაიმის დასასრულს "სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ პენალტი მოიპოვა, თუმცა ტრავმა მიიღო და მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გაბრიელ ჟეზუსით შეცვალა.
20 წლის ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა დუბლი შეასრულა - მან ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა, იქამდე კი კარიერაში პრემიერლიგაზე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი.
"მანჩესტერ სიტი" 63 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ლივერპულს" 20 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ "ლესტერს" კი 9 ქულით უსწრებს.
25 ივნისს "ქალაქელები" ლონდონში "ჩელსის" შეხვდება.
მანჩესტერ სიტი - ბარნლი 5:0
გოლები: 1:0 1:0 ფოდენი (22), 2:0 მარეზი (43), 3:0 მარეზი (45+3, პენ), 4:0 დავიდ სილვა (51), 5:0 ფოდენი (63)