"არსენალის" ფეხბურთელი მთელი შეხვედრის მანძილზე "ბრაიტონელებს" მძ*ნერებს ეძახდა და ხელფასით ტრაბახობდა, მაგრამ 95-ე წუთზე გოლი გაუტანეს და წააგო

AutoSharing Option
"ბრაიტონთან" მატჩი "არსენალის" მწვრთნელ მიკელ არტეტასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა: ტრავმის გამო ფეხბურთს დიდი ხნით გამოეთიშა ძირითადი მეკარე ბერნდ ლენო, ხოლო 95-ე წუთზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. 

თუმცა იყო კიდევ ერთი უსიამოვნო შემთხვევა: მთელი შეხვედრის მანძილზე ფრანგი მატეო გენდუზი სკანდალს აწყობდა და მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს სიტყვიერად ამცირებდა. 

"ბრაიტონის" თავდამსხმელი ნილ მოპე, რომელიც მოედანზე ყველაზე შესამჩნევი იყო და გამარჯვების გოლიც გაიტანა, ჰყვება დეტალებს:

"არსენალის" ზოგიერთმა ფეხბურთელმა ღირსეულად წაგება უნდა ისწავლოს, განსაკუთრებით კი, გენდუზიმ. მთელი მატჩის განმავლობაში ის ჩემთან მიმართებაში ცუდ სიტყვებს ხმარობდა, იმდენად
ცუდს, რომ არ გავიმეორებ, შეიძლება ამის გამო მას საფრანგეთში პრობლემები შეექმნას. როცა გოლი გავიტანე, მასთან მივედი და ვუთხარი: "მისმინე, აი, ასე ხდება, როცა მოედანზე ბევრს ლაპარაკობ ხოლმე". 

Daily Mail-მა ინციდენტი უფრო სიღრმისეულად გამოიძია. აღმოჩნდა, რომ გენდუზი "ბრაიტონის" ფეხბურთელებს მძ*ნერ მოთამაშეებად მოიხსენიებდა და რატომღაც ამბობდა, რომ "არსენალის" ფეხბურთელები იმდენს გამოიმუშავებენ, რამდენსაც "ბრაიტონში" მთელი კარიერის განმავლობაში ვერ გამოიმუშავებენ. 

ყველაზე ირონიული ისაა, რომ მატეო გენდუზი კვირაში 40 ათას სტერლინგს გამოიმუშავებს, ხოლო ნილ მოპე - 45 ათასს. 

მატჩის ბოლოს კი მატეო ნილს ყელში სწვდა და დაბლა დააგდო, რაც ასევე არასპორტული საქციელი და მოწინააღმდეგისადმი უპატივცემულობაა. 

Sportall.Ge

Sportall.Ge


altდავიდ ლუისმა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული