მატეო გენდუზი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
"მარსელის" ნახევარმცველი მატეო გენდუზი კარიერას "ლაციოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რომაელები ფრანგულ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდიან.

მოსალოდნელია, რომ გენდუზი მომდევნო კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერიც გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, მატეო "მარსელს" 2022 წელს ლონდონის "არსენალიდან" 9 მილიონ ევროდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული