ინგლისის თასის 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამატებით დროში გასვლაზე "ნორვიჩი" 2:1 დაამარცხა და ოცდამეათედ გავიდა ნახევარფინალში.
მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ამასთან მსაჯმა 89-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა გუნდის მცველი ტიმ კლოზე გააძევა, 118-ე წუთზე კი ჰარი მაგუაირმა სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა.
"იუნაიტედის" თავდამსხმელი ოდიონ იგალო მეოთხედ დააყენეს ძირითად შემადგენლობაში და ყველა ამ მატჩებში გაიტანა - სულ 5 გოლი.
ნორვიჩი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 იგალო (51), 1:1 კენტუელი (75), 1:2 მაგუაირი (118)
გაძევება: კლოზე (89)
28 ივნისს დარჩენილი 3 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება
შეფილდ იუნაიტედი - არსენალი
ლესტერი - ჩელსი
ნიუკასლი - მანჩესტერ სიტი