"მანჩესტერმა" კაცნაკრულ "ნორვიჩს" 118-ე წუთზე აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის თასის 1/4 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" დამატებით დროში გასვლაზე "ნორვიჩი" 2:1 დაამარცხა და ოცდამეათედ გავიდა ნახევარფინალში.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ამასთან მსაჯმა 89-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა გუნდის მცველი ტიმ კლოზე გააძევა, 118-ე წუთზე კი ჰარი მაგუაირმა სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა.

"იუნაიტედის" თავდამსხმელი ოდიონ იგალო მეოთხედ დააყენეს ძირითად შემადგენლობაში და ყველა ამ მატჩებში გაიტანა - სულ 5 გოლი.

ნორვიჩი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
გოლები: 0:1 იგალო (51), 1:1 კენტუელი (75), 1:2 მაგუაირი (118)
გაძევება: კლოზე (89)

28 ივნისს დარჩენილი 3 მეოთხედფინალური
შეხვედრა გაიმართება

შეფილდ იუნაიტედი - არსენალი
ლესტერი - ჩელსი
ნიუკასლი - მანჩესტერ სიტი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული