სოლსკიაერი: ბრუნო ფერნანდეშმა გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი მოიტანა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ბრაიტონთან" 3:0 მოგების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. გრინვუდის პირველი გოლი საოცრება იყო და თვითონაც ფანტასტიკურად ითამაშა. მეისონი - განსაკუთრებული ბიჭია.

ბიჭებს აქვთ მიზეზები, რომ თავდაჯერებულები იყვნენ. ეს მაღალი დონის გუნდია, მოთამაშეები კარგ ფორმაში არიან და ახლა ზედა ადგილებისთვის ვიბრძვით.

ჩვენ ტოპ-ფეხბურთელები გვყავს და ახლა ბრუნოც დაგვემატა. მან გამარჯვებულის მენტალიტეტი მოიტანა: 99% საკმარისი არ არის, 100% უნდა იყოს.

პოგბა კარგი იყო. ის ბურთს აკონტროლებდა, შეტევის მიმართულებას წყვეტდა. ის უკეთესი და უკეთესი
გახდება", - თქვა სოლსკიაერმა.



მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ასეთი მანჩესტერი მიყვარს.
realis fani
12:58 01-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული