"ქალაქელების" ძლევის შემდეგ "ჩელსი" ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 32-ე ტურში "ვესტ ჰემმა" "ჩელსის" 3:2 მოუგო, გამარჯვების გოლი კი შეხვედრის დასასრულს უკრაინელმა ანდრეი იარმოლენკომ გაიტანა.

ამ წაგებით ყველა ტურნირზე ფრენკ ლამპარდის გუნდის 5-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. "არისტოკრატებმა" მიმდინარე ტურნირზე მეათე მარცხი განიცადა - რაც რომან აბრამოვიჩმა 2003 წელს ეს კლუბი შეიძინა, ამაზე მეტი წაგება (12) მხოლოდ 2015/16 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც მეცხრე ადილზე გავიდნენ, მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გადააყენეს და მის ნაცვლად სეზონის ბოლომდე გუნდი გუს ჰიდინკს ჩააბარეს.

სხვათა შორის, "ვესტ ჰემმა" პირველ წრეშიც სძლია "ჩელსის" - 1:0.

"ჩელსი" 54
ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "ვესტ ჰემი" 30 ქულით - მეთექვსმეტეზე.

ვესტ ჰემი - ჩელსი 3:2
გოლები: 0:1 ვილიანი (42, პენ), 1:1 სოუჩეკი (45+2), 2:1 ანტონიო (51), 2:2 ვილიანი (72), 3:2 იარმოლენკო (89)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული