კლოპი "სიტისთან" განადგურებაზე: საქმისადმი ჩემი გუნდის დამოკიდებულება მომეწონა

AutoSharing Option
პრემიერლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" 0:4 განადგურება "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შემდეგნაირად ახსნა.

"მე ფეხბურთელების მხრიდან საქმისადმი ბრწყინვალე დამოკიდებულება დავინახე. მეტოქის მოთამაშეები ჩვენზე უფრო სწრაფად ფიქრობდნენ. ჩვენ მოძრაობა არ გვყოფნიდა.

მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ამ შედეგის მიღება მოგვიწევს.

თუ გსურთ იმის განხილვის გაგრძელება, რომ კონცენტრირებულნი არ ვიყავით, თქვენი ნებაა. მე საქმისადმი ჩემი გუნდის დამოკიდებულება მომეწონა. შეგიძლიათ ამაზე კიდევ ერთხელ მკითხოთ.

განა კარგი არ არის, როდესაც "სიტი" ასე კარგად თამაშობს და ჩემპიონი ხდები? ისინი არაჩვეულებრივნნი არიან. არ სეზონში არც ერთხელ არ უთამაშიათ ცუდად", -
ციტირებს კლოპს BBC Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული