პრემიერლიგის 33-ე ტურში "მანჩესტერმა" საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ბორნმუთი".
"მანჩესტერი" 55 ქულით მეოთხე ადგილზეა და 9 ივლისს ბირმინგემში "ასტონ ვილას" შეხვდება.
გრინვუდმა ამ სეზონში 15 გოლი გაიტანა და უკანასკნელი 37 წლის მანძილზე "იუნაიტედის" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია - ის 18 წლისა და 277 დღისა. წინა რეკორდი ნორმან უატსაიდმა 18 წლისა და 19 დღის ასაკში დაამყარა.
"მანჩესტერმა" ყველა ტურნირზე მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო საერთო ანგარიშით 13:3.
მანჩესტერი - ბორნმუთი 5:2
გოლები: 0:1 სტანისლასი (15), 1:1 გრინვუდი (29), 2:1 რეშფორდი (35, პენ), 3:1 მარსიალი (45+2), 3:2 კინგი (49, პენ), 4:2 გრინვუდი (54), 5:2 ფერნანდესი (59)