შოუ: გრინვუდს შეუძლია "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გახდეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ლიუკ შოუ თანაგუნდელ თავდამსხმელზე, მეისონ გრინვუდზე საუბრობს.

"უკანასკნელ ნახევარ წელიწადში მეისონმა საოცარი პროგრესი გვაჩვენა. მე ვგრძნობ, რომ ბიჭუნა კაცად იქცა. ახლა ესმის, პრემიერლიგაში რა როგორ არის მოწყობილი. ის გახდა ძლიერი და დიდი. ადრე პატარა კვრით ბურთს ართმევდნენ, ახლა ეს ბევრად რთული გასაკეთებელია.

გრინვუდისთვის ჩემი მთავარი რჩევა - დააიგნოროს ის ხმაური, რაც მის ირგვლივაა. მან ყურადღება არ უნდა მიაქციოს ხალხის აზრს. უბრალოდ, საკუთარ თავზე კონცენტრირდეს და გააგრძელოს იმის კეთება, რასაც ადრე აკეთებდა.

არ არსებობს ერთი მიზეზიც კი, თუ
რატომ ვერ გახდება ის "მანჩესტერისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ეჭვიც არ მეპარება, რომ შესაძლოა, მეისონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გახდეს." - ციტირებს შოუს სიტყვებს Sky Sports-ი.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვან პერსის ჰგავს თამაშის სტილით
L.J.
13:21 07-07-2020
0

სიახლეები პოპულარული