"ლიდსმა" გუნდის ყოფილი მცველის, ჯეკი ჩარლტონის გარდაცვალების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია.
ჯეკი ჩარლტონი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მან მთელი საკლუბო კარიერა "ლიდსში" გაატარა, რომლის რიგებშიც 23 წლის განმავლობაში 773 მატჩი ჩაატარა - გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ორჯერ ბაზრობათა თასის გამარჯვებული.
ჯეკი ინგლისის ნაკრებთან ერთად 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, 1968 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელიც გახდა.
ის 10 წელი ედგა სათავეში ირლანდიის ნაკრებს, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატსა და ერთხელ ევროპირველობაზე გავიდა.
ჯეკი "მანჩესტერისა" და ინგლისური
ფეხბურთის ლეგენდის, ბობი ჩარლტონის ძმა იყო.