გვარდიოლა კლოპსა და მოურინიოზე: თუ საქმის გარკვევა უნდათ, აქ ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს კომენტარებს გამოეხმაურა და კოლეგებს საქმის ვითარების უკეთ გასარკვევად მასთან დარეკვა შესთავაზა.

"თუ საქმის გარკვევა უნდათ, აქ ვარ.

სამი დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის ნათელი იყო. თუ უნდათ, ჩემი ნომერი აქვთ, დამირეკონ და ყველაფერში გავარკვევ. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

არა მგონია, რომ ამ თემაზე ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ, რადგან გადაწყვეტილება მარტივი და გასაგებია. ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ ვიტყუებოდით ან წესებს ვარღვევდით, მცდარი იყო. ჩვენ სუფთები ვართ", -
განაცხადა გვარდიოლამ.

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "სიტისათვის" დისკვალიფიკაციის მოხსნაზე განაცხადა:

"გუშინდელი დღე კარგი არ ყოფილა. თუ ქვეყნის უმდიდრესი კლუბები იმას გააკეთებენ, რაც მოუნდებათ, ეს სიტუაციას გაართულებს".

"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავკაცი ჟოზე მოურინიო უფრო ბასრი იყო:

"ფეარ-პლეის წესები მკვდარია. სჯობს ცირკის კარი გააღოთ, ბარემ ყველა იმხიარულებს".

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამის ტაქტიკაში წამყვანი მოთამაშე არის ფული
0
რაღაც ძაან აბლატავდი პეპ,აშკარად დიდ გულზე და ეიფორიაში ხარ.გგონია ლიგას მოიგებ?რაღაც ნამეტანი მეეჭვება ეგ ამბავი.ყველამ იცის რასაც ითამაშებ,გაშიფრული ხარ.ტომრებით ქაჩავ,თორემ შენ ის არ ხარ ვინც ბაიერნით ლიგის ნახევარფინალში სახ₾ში 0-4 წააგო?თუ დაგავიწყდა ეგ ამბავი??
master
16:53 15-07-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული