ეს რა იყო, იურგენ? - 3-ჯერ დაურტყეს, 2-ჯერ გაუტანეს და "ლივერპულს" მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 36-ე ტურში "არსენალმა" ლონდონში 2:1 დაამარცხა "ლივერპული".

მერსისაიდულმა გუნდმა კარგა ხანია ოქროს მედლები მოიპოვა, უმოტივაციოდაა და მიუხედავად ამისა, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დალაშქრა მარტინესის კარი.

"მეთოფეებმა" კი სამჯერ დაარტყა სტუმართა კარისაკენ ბურთი, რომელთაგან ორი კარის ჩარჩოში წავიდა, უფრო სწორად, ბურთმა კარის ბადეში ამოჰყო თავი და - გაიმარჯვეს.

გეცოდინებათ უთუოდ, 2017/18 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონატზე 100 ქულა დააგროვა და რეკორდი დაამყარა, ახლა კი, დარჩენილი ორი მატჩის მოგების შემთხვევაში, იურგენ კლოპის კრებული 99 ქულით დაასრულებს ტურნირს.

არსენალი - ლივერპული 2:1
გოლები: 0:1 მანე (20), 1:1 ლაკაზეტი (32), 2:1 ნელსონი (44)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ხანია ლივერს მოტივაცია აღარ აქვს და 10 ტურით ადრე გაინაღდა ტიტული. მოტივაციის შემთხვევაში 100 ქულასაც მოაგროვებდნენ და მეტსაც. აჯობა იურგენმა წელს იმ შარლატანს და რა გინდა რომ ქნა :) მარა მოიცათ 500 მილიონს დახარჯავს და გაისად, ბოლო ტურებამდე დაუდგება ლივერპულს :)
ოლა
08:48 16-07-2020
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული