"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ "კრისტალ პალასთან" გამართულ მატჩში გოლი არ გაუშვა. მისმა გუნდმა კი მოწინააღმდეგეს 2:0 სძლია.
ესპანელი მეკარისთვის ეს 112-ე მატჩია, როცა კარი მშრალად შეინახა. დე ხეა ამ მაჩვენებლით "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულ მეკარეს, პეტერ შმეიხელს დაეწია. დანიელს ამ შედეგის მისაღწევად 252 მატჩი დასჭირდა, ხოლო დავიდს - 311.
მესამე ადგილზე ედვინ ვან დერ სარია, მეოთხეზე - ფაბიან ბარტესი, ხოლო მეხუთეზე - როი კეროლი.