ბიელსამ "ლიდსი" პრემიერლიგაში დააბრუნა

AutoSharing Option
ჩემპიონშიპის 45-ე ტურში "ვესტ ბრომვიჩი" "ჰადერსფილდთან" 1:2 დამარცხდა, 82 ქულა აქვს, ლიდერ "ლიდსს" ვერ დაეწევა და მარსელო ბიელსას გუნდმა პრემიერლიგის საგზური მოიპოვა.

"ლიდსი" პრემიერლიგიდან 2004 წელს გავარდა, ფინანსური პრობლემების გამო 3 სეზონი (2007-2010 წლები) ლიგა 1-ში ასპარეზობდა, გასულ წელს კარგა ხანი ჩემპიონშიპში ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს პლეი-ოფის ზონაში დაქვეითდა, სადაც "დერბისთან" დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც 1989 წელს "ლიდსი" პრემიერლიგაში გადავიდა, ჩემპიონი "ლივერპული" გახდა.

"ლიდსი" ინგლისის სამგზის ჩემპიონი, თასისა და ლიგის თასის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას თასის ნახევარფინალისტია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი და არაორდინალური პიროვნება...მის გუნდებს ყოველთვის განსაკუთრებული ხელწერა აქვთ. ერთი ეს მოგვცა ნაკრებში და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
emigranti
03:05 18-07-2020
0

სიახლეები პოპულარული