მოურინიო: ზოგიერთი კლუბისთვის ყველაფერი მარტივია, არღვევთ წესებს, ყიდულობთ ფეხბურთელებს

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" მთავარი მწვრთნელი საუბრობს თუ როგორ აპირებენ ფეხბურთელების მოზიდვას ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გარეშე.

"ზოგიერთი კლუბისთვის საქმე ძალიან მარტივია, თქვენ არღვევთ წესებს, იხდით ფულს და ყიდულობთ ფეხბურთელებს. რეალისტები უნდა ვიყოთ. კარგად ვიცი, სად თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. თუ სადმე მოგვიწევს ყავის დალევა, ჩამოგიწერთ საუკეთესო ფეხბურთელებს პოზიციების მიხედვით.

უნდა გავაანალიზოთ სატრანსფერო ბაზარი, შევისწავლოთ ფეხბურთელები და მოვიფიქროთ კრეატიული კონტრაქტები. ზუსტად ვიცი რა გვჭირდება.

მე ვიცოდი რა იყო "ტოტენჰემი". ჩემ მოსვლამდე კლუბი ჩემპიონთა ლიგის ზონას ისედაც 10-15 ქულით ჩამორჩებოდა, ამიტომ ჩემთვის გასაოცარი არაფერი
ხდება. ამ პერიოდში უკეთ გამიცნეს. მე პრაგმატული და გახსნილი ვარ. ჩემთან მუშაობა მარტივია. ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობასთან კარგად ვარ, ჩვენ ერთმანეთის გვესმის." - ციტირებს ჟოზეს goal.com-ი.

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, "ტოტენჰემს" კი 55 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აღარ დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული