"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე მარკ ბოსნიჩი ამჟამინდელი მეკარის, დავიდ დე ხეას შეცდომებზე საუბრობს, რომლებიც ესპანელმა "ჩელსისთან" 1:3 მარცხის დროს დაუშვა.
"ერთადერთი გზა, რომ ეს გადალახოს, საჭიროა რაც შეიძლება მალე საუკეთესო მატჩი გამართოს და შეცდომები საერთოდ არ დაუშვას. დე ხეა "იუნაიტედში" ფანტასტიკურად თამაშობდა, მაგრამ უკანასკნელი 8-12 თვე ის სერიოზულ შეცდომებს უშვებს.
მესმის საჯაროდ რატომაც დაუჭირა მხარი დე ხეას ოლე-გუნარ სოლსკიაერმა. მან გააკეთა ის, რაც მწვრთნელმა უნდა გააკეთოს. მაგრამ ის ასევე, უნდა დაფიქრედრეს, ხომ არ ჯობია უკანასკნელ 2 შეხვედრაში დავიდის ნაცვლად რომერო
ათამაშოს.
წარმოიდგინეთ, დავიდი, რომ შეცდეს "ვესტ ჰემთან" მატჩში. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაატარებს დე ხეა უახლოეს ვარჯიშებს." - ციტირებს ბონსიჩის სიტყვებს goal.com-ი.