"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სკოულზმა "წითლების" მეკარე დავიდ დე ხეას "ჩელსისთან" უხეირო თამაშის შემდეგ მხარი დაუჭირა.
"დიახ, ახლა დავიდს საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მაგრამ, მის გარეშე "იუნაიტედი" ბოლო 6 წლის განმავლობაში პრემიერლიგის ტოპ 10 გუნდშიც ვერ მოხვდებოდა.
ის აუცილებლად დაბრუნდება,"- დაწერა "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდის "სთორიში" და შემდეგ ერთ-ერთ საჯარო კომენტარსაც უპასუხა - "პირი გამოირეცხეთ დავიდზე საუბრისას!"
ესპანელი მეკარე კი, ბოლო დროს მართლაც უჩვეულოდ გამოიყურება და მისი დონის მეკარისათვის შეუფერებელ შეცდომებს უშვებს.