![](https://sportall.ge/pictures/image31/8f5be7850a91afee84a003bf892a9188.jpeg)
ესპანელის მთავარი მიზანი ორი ცენტრალური მცველის, ლეროი სანეს შემცვლელის და ერთი შემტევის დამატებაა.
AS-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ "სიტი" გაამართლა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის ნება დართო, კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, გვარდიოლას ამ 4 ტრანსფერისათვის 330 მილიონი ევრო გამოუყონ.
პეპმა და კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა უკვე შეადგინეს კანდიდატთა სია: კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), დიეგო კარლოსი (სევილია), ფერან ტორესი (ატლეტიკო) და კაი ჰავერცი (ბაიერი).