აიტორ კარანკა "ბირმინგემის" მთავარი მწვრთნელი გახდა. მისი კონტრაქტი 2023 წლამდეა მოქმედი. აღსანიშნავია, რომ არიტორემ თავისი თანამემამულე პეპ კლოტეტი ჩაანაცვლა.
ადრე 46 წლის სპეციალისტი "მიდლსბროს" წვრთნიდა, რომელიც პრემიერ-ლიგაში გადაიყვანა. ბოლოს ის "ნოტინგემ ფორესტის" თავკაცი 2018-2019 წლებში იყო.
შეგახსენებთ, კარანკა 2010-11 წლის სეზონში მადრიდის "რეალის" მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ასისტენტი იყო.