"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი და კაპიტანი ჰარი მაგუაირი საბერძნეთის პოლიციამ დააკავა.
ბერძნული საინფორმაცია წყაროების მიხედვით, ფეხბურთელი დღეს, პარასკევ დილით დააპატიმრეს. ბართან ახლოს მაგუაირს კონფლიქტი მოუვიდა ინგლისელ ტურისტებთან. პოლიციამ ინციდენტი შენიშნა და მონაწილეების დაშოშმინებას შეეცადა.
მაგუაირი კი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს კიდეც. ჩხუბის დანარჩენი მონაწილეებიც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ინგლისელი მოთამაშე საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე ცოლთან ერთად ისვენებს. ამავე კუნძულზე მისი თანაგუნდელები: მარკუს რეშფორდი და ჯესი ლინგარდი იმყოფებიან.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით