ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა ფორვარდ ლეო მესისა და "ბარსელონას" მომავალზე ისაუბრა.
"ეს სამწუხაროა, რადგან იქ დიადი ფეხბურთელების თაობაა, რომლებმაც მრავალი ტურნირი მოიგეს. თუმცა ასაკი თავისას შვრება. ეს მკაცრია, განსაკუთრებით, ფეხბურთში.
კუმანს რთული სამუშაო ელის, ვინაიდან ეს მასშტაბური გადასასვლელი პერიოდი იქნება.
საინტერესოა, დარჩება თუ არა მესი. თუ არ დარჩა, "ბარსელონასთვის" ძალიან სამწუხარო იქნება. ასევე ძალიან სამწუხარო იქნება, თუ კარიერის დასასრულს საშუალო დონის გუნდში ჩაიკარგება.
"სიტის" ამდენი ქომაგის გადასაბირებლად ბევრი დრო დასჭირდება. ასე რომ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ინტერესი წარმოიშვება. ეს იმ ფაქტის გარდა, რომ ლეო სასწაული ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე გვინახავს", - ციტირებს ლინეკერს Talk Sport-ი.