მესი გვარდიოლას კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა!

AutoSharing Option
თანდათან ირკვევა თავდამსხმელ ლეო მესის სიტუაცია, რომელმაც "ბარსელონას" დატოვება განიზრახა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება გადადგეს. ის არაა ის პიროვნება, რომელიც პოსტს თავისი ნებით დატოვებს.

მის ბედად, "კამპ ნოუზე" მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა და ალბათ, გარკვეული პერიოდი ისევ ასევე ჩატარდება და ობსტრუქციას ვერავინ მოუწყობს. თუმცა, არც ამის შიში აქვს, სტადიონთან კი გუშინ იმდენი გულშემატკივარი არ მისულა, რომ საპროტესტო აქციას სერიოზული სახე მისცემოდა.

"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ მესიმ გუნდის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალმა მწვრთნელმა რონალდ
კუმანმა ფორვარდ ლუის სუარესს კარისაკენ მიუთითა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ სუარესი მესისთან სახლში იმყოფებოდა და მოვლენების განვითარებაზე გეგმებს ერთად აწყობდნენ, ხოლო არგენტინელმა ნიდერლანდელთან საუბრის მერე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

კატალონიის რადიოს პროგრამა Club de la Mitjanit-ი "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ ლეო რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

მესის "ბარსასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა კი სურს, მაგრამ კლუბი ამტკიცებს, რომ ამისათვის 30 მაისამდე უნდა მიემართა, დათმობაზე არ წავლენ და მისმა მსურველმა კლუბმა 700 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, მხარეები ვერ მორიგდებიან და საქმე სასამართლომდე მივა. დრო კი არ ითმენს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" კვირას ახალი სეზონისათვის სამზადისს უნდა შეუდგეს. უნდა შეუდგეს მესისა და სუარესის გარეშე და თან, რაც მთავარია, ახალი ფეხბურთელების შესაძენი ფული არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 45 /
Ra shechamet tvini, morcha mesis dro da eg aris.
Vova
26 აგვისტო 2020 12:02
4
კატალონიელები არიან ღორები ვინც ბავშვი მოიყვანეს,გაზარდეს და მილიარდელი გახადეს თუ მესია ღორი რომელიც ამას ვერ აფასებს და ზურგში ხანჯალს ურტყავს ბარსას მილიონობით გულშემატკივარს.
თქვენი გამკვირვებია
26 აგვისტო 2020 11:33
4
თავმოყვარეობაზე წინ რო ფულს აყენებთ ეგ ძაან მაგარი სირცხვილია.
ალბერტს და იმერელს
26 აგვისტო 2020 10:26
0
მესი წავა და მერე ვის გამო იკამათებენ ბარსელონას ძალად ფანები საინტერესოა? :დ ან პესეჟე ან სიტის მიადგება და ბოლო წლებს იქ აგორავებს ბურთს ფულსაც აიღებს მერე მომთაბარე ტომივით ქართველი ფანობა იმ კლუბს მიადგება და ბარსას გამო რომ ჩხუბამდე მიდიოდნენ დაივიწყებენ.
Omo
26 აგვისტო 2020 10:25
2
აკი მესი ბარსას ერთგულია და უყვარსო.გემი რომ იძირება პირველები ვირთხები გარბიანო ნათქვამია.ხოდა დღეიდან მესის სახელია ვირთხა.კაცი გახადეს და ეს არამზადა ზურგში დანას ურტყავს.თან ვინც ბარსასთან მიმართებაში მესის გაამართლებთ ყველა "ტორპედოში" თამაშობთ.
სამარცხვინოები
27 აგვისტო 2020 00:18
8
ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია გაყიდონ მესი მანჩესტერში ან პსფ-ში 100 მილიონათ (გადამხდელები არიან) და ყველას ეშველება. ომი და სასამართლო არავის არ აწყობს. ამ თანხით კი კუმანი იყიდის მისთვის მოსაწონ ფეხბურთელებს. ისე "ბარსაში" კუმანის წარმატების არ მჯერა, არ არის ის მაღალი დონის მწვრთნელი.
giorgi
26 აგვისტო 2020 16:40
0
ეს თუ მართალია მესი ხომ სუფთა არაკაცი ბამოდის და კატალონიელი გვარდიოლა უარესი.საინტერესოა ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ქუჩაში როგორ გამოდიან თან დიდ გულზე რომ არიან ეს უსინდისოები.
იმედია ტყუილია
26 აგვისტო 2020 10:36
4

სიახლეები პოპულარული