მესი გვარდიოლას კონტრაქტზე შეუთანხმდა და სავარაუდოდ, საქმე სასამართლომდე მივა!

AutoSharing Option
თანდათან ირკვევა თავდამსხმელ ლეო მესის სიტუაცია, რომელმაც "ბარსელონას" დატოვება განიზრახა. კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეიძლება გადადგეს. ის არაა ის პიროვნება, რომელიც პოსტს თავისი ნებით დატოვებს.

მის ბედად, "კამპ ნოუზე" მატჩები უმაყურებლოდ ტარდებოდა და ალბათ, გარკვეული პერიოდი ისევ ასევე ჩატარდება და ობსტრუქციას ვერავინ მოუწყობს. თუმცა, არც ამის შიში აქვს, სტადიონთან კი გუშინ იმდენი გულშემატკივარი არ მისულა, რომ საპროტესტო აქციას სერიოზული სახე მისცემოდა.

"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ მესიმ გუნდის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალმა მწვრთნელმა რონალდ
კუმანმა ფორვარდ ლუის სუარესს კარისაკენ მიუთითა. ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ სუარესი მესისთან სახლში იმყოფებოდა და მოვლენების განვითარებაზე გეგმებს ერთად აწყობდნენ, ხოლო არგენტინელმა ნიდერლანდელთან საუბრის მერე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

კატალონიის რადიოს პროგრამა Club de la Mitjanit-ი "ტვიტერით" ინფორმაციას ავრცელებს, რომ ლეო რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას და კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა.

მესის "ბარსასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა კი სურს, მაგრამ კლუბი ამტკიცებს, რომ ამისათვის 30 მაისამდე უნდა მიემართა, დათმობაზე არ წავლენ და მისმა მსურველმა კლუბმა 700 მილიონი უნდა გადაიხადოს.

ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, მხარეები ვერ მორიგდებიან და საქმე სასამართლომდე მივა. დრო კი არ ითმენს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი "ბარსელონა" კვირას ახალი სეზონისათვის სამზადისს უნდა შეუდგეს. უნდა შეუდგეს მესისა და სუარესის გარეშე და თან, რაც მთავარია, ახალი ფეხბურთელების შესაძენი ფული არა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 45 /
ამ სიტუაციაში ყველაზე კარგი გამოსავალია გაყიდონ მესი მანჩესტერში ან პსფ-ში 100 მილიონათ (გადამხდელები არიან) და ყველას ეშველება. ომი და სასამართლო არავის არ აწყობს. ამ თანხით კი კუმანი იყიდის მისთვის მოსაწონ ფეხბურთელებს. ისე "ბარსაში" კუმანის წარმატების არ მჯერა, არ არის ის მაღალი დონის მწვრთნელი.
giorgi
26 აგვისტო 2020 16:40
0
უმადურობა ისაა მილიონერი რომ გახდი მისი წყალობით და ეხლა გარბიხარ ჩაძირული გემიდან, ესეთია ესპანეთის რეალობა სულ და ამითაა ბავარია ძლიერი ფულზე არ იყიდებიან
givi
26 აგვისტო 2020 16:34
2
რაც ხდება ეს ბუნებრივი მომენტია, მესი ბერდება და მასზე გუნდს ვერ ააწყობენ მწვრთნელემა რომელმაც გუნდის დირექტორატს გრძელვადიანი სტრატეგია უნდა წარუდგინოს მესიზე ვერ წააგებს გრძელვადიან ორგანიზმს, აქედან გამომდინარე სჭირდება ახალი ძალები, მესი შესაძლოა მათ მხოლოდ ერთი სეზონი გამოადგეს როგორც გარდამავალი პერიოდი და ამის შემდეგ გუნდს უნდა ჰქონდეს უნარი მესის გარეშე შესძლოს ჩემპიონობა, თანაც ვერავინ ვერ ეტყვის მესის რომ არ მჭირდებიო. შესაბამისად მესიც აზრზეა რაც ხდება და ვერ დაელოდება როგორ ჩამოაქვეითებენ და უნდა რომ გაქაჩოს 3-4 სეზონი. შესაბამისად მათი გზები გაიყარა, ახლა კი ორივე მხარე ცდილობს თავისთვის კარგი პირობებით დაიშალოს. მესი-ბარსელონას რომანტიული ურთიერთობა მაშინ იყო კარგი როდესაც ერთმანეთს სჭირდებოდნენ და მშვენიერი წყვილი იყო მარა რას იზამ, ცხოვრება ასეა, ძველი თაობა მიდის ახალი მოდის.
მარადონა
26 აგვისტო 2020 16:15
1
ასე რომ იყეფებით მესიზე მოძულეებო, ერთი დანეხვილი კასტა ხართ ყველანი. თან ეს მოდად, რომ გაქვთ ამოჩემებული "დაბერდაო" სასაცილოა 33 წლის ადამიანზე, რომ იზახით ასეთ რამეს. მაშინ თქვენი როლანდო სულ მთლად დაქიშმიშებული გადაბერებულია. თქვენნაირ კასტაზე გული მერევა იცით რატომ? მესის თქვენნაირი ნეხვები, რომ ახსენებთ.
დაბოლილ მარადონას
26 აგვისტო 2020 19:44
1
თუ მესის წასვლა უნდა და ხელმძღვანელობა რაღაცა ხრიკებით მის დარჩენას შეეცდება ეს იქნება მართლაც დიდი უმადურობა მის მიმართ,ამას იმიტომ ვამბობ,რომ ლაპარაკია იმ ფეხბურთელზე,რომელმაც საუკუნოვანი ეპოქა შექმნა არა მარტო ბარსაში,არამედ მთლიანად ფეხბურთში.
sake
26 აგვისტო 2020 16:09
1
მესი მაშინ იყო კარგი ფეხბურთელი როცა ბარსელონა იყო კარგი გუნდი ინიესტასთან და სხვებთან ერთად გაძლიერბეული.

ეხლა მარტოა ბარსელონა და მესის არაფრის გაკეთება შეუძლია .. ამას იქედანვე მივხვდი არგენტინის ნაკრებში რო თამაშობდა, ფაქტიურად 0 .

რონალდოც და მარადონაც მესიზე გაცილებით დიდი ფეხბურთელები არიან
sasaciloa
26 აგვისტო 2020 14:24
6
ბართომეუ გასაგდები და კუმანი რამდენ ხანს გაჩერდება ? ერთ წელსაც ვერ გაქაჩავს. რეალმა რონალდო რომ გაუშვა რა დღეშია. კი მოიგო ლალიგა მაგრამ არის ის რეალი რაც იყო ? მიმდინარე სეზონში ბარსა გაბანძდება
giorgi
26 აგვისტო 2020 14:11
1
მესი რომ არმზადა შანტაჟისტია დიდი ხანია ყველა ნორმალურმა იცის მაგრამ კატალონიელი გვარდიოლასი გამკვივებია.
რატომ ბლოკავთ კომენტატრებს
26 აგვისტო 2020 12:08
4
Ra shechamet tvini, morcha mesis dro da eg aris.
Vova
26 აგვისტო 2020 12:02
4
კატალონიელები არიან ღორები ვინც ბავშვი მოიყვანეს,გაზარდეს და მილიარდელი გახადეს თუ მესია ღორი რომელიც ამას ვერ აფასებს და ზურგში ხანჯალს ურტყავს ბარსას მილიონობით გულშემატკივარს.
თქვენი გამკვირვებია
26 აგვისტო 2020 11:33
4
ეს თუ მართალია მესი ხომ სუფთა არაკაცი ბამოდის და კატალონიელი გვარდიოლა უარესი.საინტერესოა ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ქუჩაში როგორ გამოდიან თან დიდ გულზე რომ არიან ეს უსინდისოები.
იმედია ტყუილია
26 აგვისტო 2020 10:36
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული