მათეუსი: გვარდიოლას წარუმატებლობის მიზეზი ეგოიზმია

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა მნიშვნელოვან მატჩებში "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას წარუმატებლობაზე გააკეთა კომენტარი.

"მე ვფიქრობ, გვარდიოლას უნდა, დიდ მატჩებში რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს. მან "ბარსელონას" სისტემა გაითავისა. იქ წარმატებას მიაღწია.
"ბაიერნსა" და "სიტიში" ყოველ ჯერზე ცვლილებებს ახორციელებდა და ყოველთვის წარუმატებლად. მუდამ უნდოდა ეჩვენებინა, რომ საუკეთესოა. მინდა ვუთხრა: "პეპ, შენ გამოჩენილი მწვრთნელი ხარ, მაგრამ შენი სისტემის ერთგული იყავი, თუ შეიძლება!".

მე მას ეგოისტს ვუწოდებდი. დიახ, ეს მკვახე გამოთქმაა, მაგრამ იმასთანაა დაკავშირებული, რასაც აკეთებდა. "ბაიერნში" ერთხელ ლევანდოვსკი მარცხენა ფლანგზე დააყენა.
მაშინ ამან საერთოდ არ იმუშავა", - განაცხადა მათეუსმა "სპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლევანდოვსკი მარცხნივ გადაწია, კროოსი სკამზე დასვა, შვაინშტაიგერი გაუშვა, მიულერი გააფარჩაკა, ბებერი ჩაბი ალონსო მოიყვანა, რა მიიღო? სრული ფიასკო ესპანურ კლუბებთან, ახლა მიულერი და ლევანდოვსკი დაფრინავენ და ლიგა მოიგეს, გენიოსმა კროოსმა სამჯერ ზედიზედ ლიგა მოიგო, თვითონ მესის გარეშე ვერაფერს ვერ იგებს. ეგოისტია აბა რა, ახლა მშობლიურ ბარსას ჩასაძირად სწირავს და მესის სიტიში ექაჩება, თან ნეიმარიც წამოიყვანეო?! მივიდეს თუ კაცია ახლა ბარსაში და დააყენოს გუნდი, მე არ მინდა დაჩმორებული და 2:8 რომ აგებს ისეთი ბარსა, გვარდიოლას კიდევ ჰკიდია.
bayern
19:29 02-09-2020
6
გვარდი არის ბაჯაღლო , კაცი რო საუკეთესო მარცხენაფლაგელ ლამს ჩამშლელად ათამაშებ და საუკეთესო ჩამშლელს მარტინეს დაცვაში დაწევ ბაჯაღლო ხარ აბა რა ხარ @@@ :D::D თვითონ აღიარა ;)
vari ro ar iyos reali kide moigebda ligas
02:05 03-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული