მათეუსი: გიოტცეს სისწრაფე არ ჰყოფნის, იქნებ სერია A-ში უკეთ ითამაშოს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი თვლის, რომ "დორტმუნდის" ნახევარმცველ მარიო გიოტცეს კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება უჯობს.

"ადრე გიოტცე პატარა ლათინოამერიკელს მომაგონებდა, მინი-მარადონას. ასეთ თამაშს ვერ ისწავლი. ეს თანდაყოლილია, მაგრამ უკვე მრავალი წელი გავიდა და ფეხბურთი შეიცვალა.

ახლა მისი სტილი მოთხოვნადი არ არის. უპირველეს ყოვლისა, სისწრაფე არ ჰყოფნის. ვფიქრობ, "დორტმუნდში" მისი ერა დასასრულს მიუახლოვდა.

გიოტცემ გუნდი უნდა მოძებნოს, მწვრთნელი, რომელიც თამაშს მასზე ააგებს. იქნებ სერია A-ში უკეთ ითამაშოს. ყოველ შემთხვევაში, იქ ძალიან სწრაფად არ თამაშობენ და შეიძლება წაადგეს", - ციტირებს
მათეუსს Sky.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიოტცეს სამსახურით "რომა" და "ლაციო" არიან დაინტერესებულნი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული