დონი ვან დე ბეკი "მანჩესტერის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ნიდერლანდელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეკი "აიაქსიდან" "მანჩესტერში" გადავიდა, - ამის თაობაზე "იუნაიტედმა" ინფორმაცია "ტვიტერით" გაავრცელა.

დე ბეკს მანკუნიანურმა კლუბმა 5+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა, ეს სიამოვნება კი 40 მილიონი, პლუს ბონუსები დაუჯდა.

დე ბეკის შეძენა "ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანს სურდა, მაგრამ კლუბმა მისი თხოვნა ვერ დააკმაყოფილა.

23 წლის დე ბეკი "აიაქსის" აღზრდილია, გასულ სეზონში კი ნიდერლანდების ჩემპიონატის 23 მატჩში (22 ძირითად შემადგენლობაში) 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინა სეზონთან შედარებით ძალიან მოუკლო,რაღაცნაირი უმარილო ფეხბურთელია,არ მგონია დიდად გაქაჩოს მანჩესტერში.იგივეს ვიტყოდი ზიეჩიზეც.
Master
11:23 03-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული