ფეხბურთელი, რომელიც ფერგიუსონის "მანჩესტერს" შიშის ზარს სცემდა და გუნდი სასამართლოს ჩარევით დატოვა

AutoSharing Option
"პრემიერლიგაში ყველამ იცის: თუ მაკმანამანს შეაჩერებ, შენ შეაჩერებ "ლივერპულს"

ბრაიან რობსონი


გამარჯვებებით განებივრებული კლუბი კენი დალგლიშის შემდეგ მოგონებებით ცხოვრობდა, სანამ ასპარეზზე ლეგენდარული ინგლისელი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი არ გამოჩნდა.

70-იან წლებში "წითლებმა" პირველად დაიპყრო ევროპა და ჩემპიონთა ლიგის 2 -ჯერ მოგება მოახერხა, ხოლო 80-იანებში, ბობ პიზლისა და ჯო ფაგანის თაოსნობით, ისინი ისე დომინირებდნენ, როგორც არასდროს.

21-ე საუკუნის დასაწყისში გუნდს რაფა ბენიტესი წვრთნიდა. სწორედ ესპანელის თავკაცობის დროს კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ახალი ისტორია დაწერა და სტამბოლში "მილანს" 3-ბურთიანი სხვაობის აღმოფხვრის შემდეგ ფინალების ისტორიაში
ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული თამაში მოუგო.

ამ ყველაფრის ფონზე, ლივერპულელი ექსპერტებისა და ისტორიკოსების აზრით, "ლივერპულის" 90-იანების პერიოდის გახსენება და გუნდის მაშინდელი თავკაცების - როი ევანსისა და გრემ სუნესის "სქაუზერების" ძველ მწვრთნელებთან ერთად მოხსენიება, უბრალოდ, არ შეიძლება.

იმისდა მიუხედავად, რომ 90-იანი წლების პერიოდი "ლივერპულის" ისტორიაში დავიწყებას არის მიცემული, უნდა აღინიშნოს, იყო სეზონები, როდესაც "ლივერპული" ყველაზე დასამახსოვრებელ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ფეხბურთს, რომლის მსგავსი ინგლისში მას შემდეგ არ უნახავთ.

"არსენალისა" და "მანჩესტერისაგან" განსხვავებით, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი არ გააჩნდათ. "ეშმაკები" და "მეთოფეები" იმ დროისათვის ინგლისში შეუჩერებლები იყვნენ, თუმცა "ლივერპული" ყველასგან გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა და მაყურებლები აღტაცებაში სწორედ ამას მოჰყავდა.

ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და მთავარი მამოძრავებელი ძალა "ლივერპულისათვის" სტივ მაკმანამანი იყო, რომელიც განასახიერებდა იმ ბრძოლისუნარიანობასა და თამაშის წყურვილს, რაც მთლიან "ლივერპულს" გააჩნდა. მისი ამპარტავნება ხშირად ზღვარს სცდებოდა, მაგრამ "სტივი" მოედანზე შეუჩერებელი იყო. მას თავისუფლად შეეძლო რამდენიმე მცველის ყოველგვარი შეყოვნების გარეშე მოტყუება. სწორედ ასეთი თამაში ხიბლავდა მაყურებელს.

იმისდა მიუხედავად, რომ ტიტულებით მაკმანამანი ვერ დაიკვეხნის, მას იგივე გავლენა ჰქონდა ინგლისურ ფეხბურთზე, რაც იმდროინდელ "მანჩესტერ იუნაიტედში" მოთამაშე რაიან გიგზს, რომელმაც სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად ყველაფრის მოგება შეძლო.

მაკმანამანი პირადად იგებდა მატჩებსა და ტიტულებს "ლივერპულისთვის". მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის FA CUP-ის ფინალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო, მაკმანამანმა გუნდის ლიდერობა იკისრა და "ლივერპულს" ტიტული მოუტანა. სამი წლის შემდეგ კი ინგლისის თასის ფინალში "სქაუზერების" შემტევმა პირადად მოუგო "ბოლტონს" და თავის გუნდს კიდევ ერთი ტიტული შესძინა. ამ მატჩს "სტივის ფინალი" შეარქვეს. მოგვიანებით ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სერ სტენლი მეთიუზმა აღნიშნა, რომ მაკმანამანი მის ახალგაზრდობას ახსენებდა.

მაკმანამანის გავლენა 90-იანების "ლივერპულსა" და მთლიანად ინგლისურ ფეხბურთზე იმდენად დიდი იყო, რომ თავად სერ ალექს ფერგიუსონსაც კი ეშინოდა მისი და მეზობლებთან თამაშის წინა პერიოდს სრულად "ხუჭუჭთმიან ბიჭზე" საუბარს უთმობდა, ბიჭზე, რომელიც ძალიან ხშირად შიშის ზარს სცემდა სერ ალექსის ლეგენდარულ "მანჩესტერს".

ინგლისში ძალიან ცოტამ თუ იცოდა, თუ რომელი იყო მაკმანამანის პოზიცია, მაგრამ 95/96 წლების სეზონში, მწვრთნელმა ევანსმა სტივს თავისუფალი როლი მისცა "ლივერპულის" ფორვარდების - იან რაშისა და რობი ფაულერის უკან და პრემიერლიგის ამ სეზონში მაკმანამანმა მისთვის რეკორდული - 15 საგოლე გადაცემა გააკეთა. ასეთი შედეგი "ლივერპულის" ისტორიაში არც მანამდე და არც მას მერე არავის ჰქონია.
სტივენ მაკმანამანი ეპოქის მსხვერპლად შეიძლება ჩავთვალოთ.

1999 წელს მაკმანამანმა ჩრდილოური გრანდი სკანდალურად დატოვა. ტაბლოიდები მის მოედანს გარე საქმიანობაზე უფრო მეტს წერდნენ, ვიდრე მის ბრწყინვალე პერფორმანსებზე "ლივერპულში" გატარებულ ბოლო დღეებში.

გუნდთან სასამართლო გზით განშორებისა და "რეალში" გადასვლის მიუხედავად, "ლივერპულის" ფანები არასდროს ფიქრობენ ამ ფაქტზე, რადგან მაკმანამანის გახსენებისას ყოველთვის თვალწინ უდგათ სტივის მიერ ფლანგზე გაბითურებული მცველები, დაუვიწყარი მოძრაობები და მისი გენიალური თამაშით აღტაცებული ფეხზე წამომდგარი 40 000 "სქაუზერი".

"ვფიქრობ, რომ ჩვენ ის სათანადოდ ვერ დავაფასეთ, მეტი უნდა გაგვეკეთებინა მისთვის. სტივი უმაღლესი კლასის მქონე მოთამაშე იყო, ერთ-ერთი საუკეთესო, ვისთან ერთადაც მითამაშია", - განაცხადა ჯიმი რედნაპმა.

ეს ის მოგონებებია, რომლებითაც ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ცხოვრობს და 90-იან წლებში განცდილი იმედგაცრუებებისა და გულისტკივილის მიუხედავად, "ლივერპულის" ბევრი ქომაგისათვის "სქაუზერების" მიერ ნათამაშები ულამაზესი ფეხბურთი ტიტულებზე მეტს ნიშნავს.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართლა ლამაზი და ცოტა რისკიანი მოძრაობები ქონდა, თითქოს არ შეეძლო უბრალო პრაგმატული თამაში... მაგ პერიოდში ვერონი და ეგ გამოირჩეოდნენ მაგ ნიშნით
ზიზ
21:28 03-09-2020
0
კანისარესს რა გოლი გაუტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დღემდე თვალწინ მიდგას ეგ დარტყმა :)
Superman
19:18 03-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული