"პირველივე ვარჯიშის შემდეგ ძალიან ბევრი რამ გავიგე. დავბრუნდი სახლში და საკუთარ ოჯახთან, მენეჯერთან ერთად განვიხილავდი იმ საკითხს, შემეძლო თუ არა კონტრაქტის გაწყვეტა და "არსენალში" დაბრუნება. რაღაცები ჩემთვის შესაბამისი არ გახლდათ, თუმცა "იუნაიტედთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებული მქონდა.
თვეები გავიდა, მე კი ისევ ისეთად დავრჩი. იმ პერიოდში ფეხბურთელები ერთად შეკრული გუნდი არ ვიყავით. ჟურნალისტები მოვლენებს ისე განიხილავდნენ, რომ სიმართლე არ იცოდნენ, ეს კი ტკივილს მაყენებდა. "მანჩესტერის"
ფეხბურთელის თამაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კოლექტივზე. გუნდი ოჯახივით უნდა იყოს, ჩვენ კი ოჯახი არ გახლდით, ეს კი მინდორზე გამოიხატებოდა. თუ ვინმეს რამე ბრალდებოდა, ეს მე ვიყავი. თვითკრიტიკული ვარ, უკეთ უნდა მეთამაშა. თუმცა ბრალს მაინც ყოველთვის მე მდებდნენ, მაშინაც, როცა რამდენიმე წუთით გამოვდიოდი სათამაშოდ", - თქვა ალექსისმა.
31 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ინტერის" წევრი გახდა და ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
ალექსის სანჩესი ათამაშდა - კარანტინის შემდეგ მხოლოდ მესის ჩამორჩება...
2019 წლის შემდეგ პირველად - ალექსის სანჩესმა კლუბში გოლი გაიტანა [VIDEO]