"არსენალი" იოზილს გუნდიდან ვერ აგდებს

AutoSharing Option
"არსენალს" ნახევარმცველ მესუთ იოზილთან თანამშრომლობის შეწყვეტა უნდა.

ლონდონური კლუბი გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აწარმოებს, მაგრამ მხარეები ვერ თანხმდებიან.

იოზილს კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, მისი ყოველკვირეული ხელფასი 350 ათასი ფუნტია და კონტრაქტის გაწყვეტისათვის 13 მილიონს ითხოვს, ანუ სრულად იმ თანხას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უნდა აიღოს.

მას მარტის შემდეგ არ უთამაშია და "არსენალმა" ევროპა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული