პარადოქსი ინგლისურად: იოზილმა "არსენალისაგან" "ერთგულების ბონუსი" მიიღო

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" გერმანელმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა კლუბისაგან კონტრაქტით გათვალისწინებული "ერთგულები ბონუსი" მიიღო.

გამოცემის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს "მეთოფეებმა" 31 წლის ფეხბურთელს 8 მილიონი ფუნტი გადაუხადა. სწორედ ეს პუნქტი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იოზილმა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას არ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მესუთი კლუბის საევროპალიგო განაცხადში ვერ მოხვდა და საერთოდაც, მარტის მერე მოედანზე არ გამოსულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არსენალი" ხელშეკრულების გასაწყვეტად მზად არის, თუმცა სანაცვლოდ იოზილი 14 მილიონ ევროს ითხოვს.

altსამართლიანობის ზეიმი - "არსენალი" 55 ადამიანს ათავისუფლებს, იოზილი კი

ლიგაში ხელფასით მეორეა


მკითხველის კომენტარები / 1 /
მიხოს ხელში ბუმერანგი უჭირავს და თავპირი დასისხლიანებული აქვს.გამოივლის მეზობელი და ეუბნება,რა დღეში ხარ,მიხო.გადააგდე,ეგ რაღაცაა,ხელში რო გიჭირამს და სახე ჩამაიბანე.მიხომ საწყალი თვალებით ახედა და,ვაგდეებ,რო?!
სოსო
15:08 12-10-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული