"არსენალი" იოზილს და პაპასტატოპულოსს განაცხადიდან გამოიყვანს

AutoSharing Option
"არსენალი" ნახევარმცველ მესუთ იოზილსა და მცველ სოკრატის პაპასტატოპულოსს პრემიერლიგის განაცხადიდან გამოიყვანს, - იტყობინება Goal-ი.

გამოცემის ცნობით, მათ 25-ფეხბურთელიანი განაცხადიდან გამოყვანის შესახებ უკვე აცნობეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 2021 წლის თებერვლამდე ინგლისის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. ისინი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდნენ.

იოზილი გუნდის ყველაზე მაღალნაზღაურებადი ფეხბურთელია.

ის "არსენალში" 2013 წელს გადავიდა, მარტის შემდეგ კი არ უთამაშია, ხოლო პაპასტატოპულოსი "მეთოფეებში" 2018 წელს "დორტმუნდიდან" გადაბარგდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული