"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ინგლისის პრემიერლიგის კალენდარი უარყოფითად შეაფასა და საკუთარი არგუმენტებიც დაასახელა.
"ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება: თუ სამშაბათ საღამოს თამაშობ, მატჩის ჩატარებას შაბათ შუადღით მოახერხებ, მაგრამ, რატომღაც, ეს პრემიერლიგაში ვერ გაიგეს.
ისინი შაბათ შუადღით ყოველთვის იმ გუნდს ათამაშებენ, რომელმაც შეხვედრა ოთხშაბათ საღამოს ჩაატარა. გასულ შაბათსაც ასე იყო, "მანჩესტერ სიტის" ახლაც იმავე დროს უწევს თამაში და ვერც კი ვიჯერებ...
რასაკვირველია, ჩვენ და "სიტი" არ ვმეგობრობთ; პირიქით, ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და ვიბრძვით, მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია. ან იქნებ ზედმეტად იდიოტი ვარ.
მომზადებულია BT Sport-ის მიხედვით