"მანჩესტერ სიტი" დე ბრუინს კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" 29 წლის ბელგიელ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" ავრცელებს.

ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. დე ბრუინს "ქალაქელებთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 120 მილიონი ევროა.

"სიტი" არგენტინის "ესტუდიანტესის" 17 წლის მარჯვენა გარემარბის, დარიო სარმიენტოს 9 მილიონად შეძენასაც აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული