მინოს არ მოეწონა, რომ “მანჩესტერის” მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა მისი კლიენტი ერლინ ჰოლანი რომელუ ლუკაკუს შეადარა და ურჩია, ჰოლანის დახასიათებას უჯობს, მინოს კიდევ ერთ კლიენტს, პოლ პოგბას მიხედოს და "მანიუში" მისი უდიდესი პოტენციალი სწორად გამოიყენოს.
რაც შეეხება ჰოლანის დახასიათებას, მან ის კიდევ ერთ თავის კლიენტს, ახალგაზრდობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა, მისი მსგავსიაო და დაამატა,
რომ ერლინი მეტოქე გუნდის დამცველებზე ისევე დამზაფვრელად მოქმედებს, როგორც ედვარდ მუნკის ცნობილი ნახატი "კივილი" მნახველებზე.
ჰოლანს რაიოლასთვის აღშფოთებულს დაურეკავს, როდესაც ის "ჰერტასთან" მოგებულ (5:2) მატჩში 85-ე წუთზე, პოკერის შესრულების შემდეგ შეცვალეს, რადგან მეხუთე გოლის გატანაც სურდა. ერლინს ყველაფერში პირველობა უნდა, თვით დომინოს თამაშშიცო, დაამატა მინომ.