შედგება რონალდოსა და პოგბას ბარტერი?

AutoSharing Option
"იუვენტუსი" პოლ პოგბასა და კრიშტიანო რონალდოს გაცვლას განიხილავს, - იტყობინება "ინდეპენდენტი".

გამოცემის მტკიცებით, "იუვეს" მწვრთნელ ანდრეა პირლოს სურს აქცენტი გუნდურ თამაშზე გააკეთოს, რასაც რონალდო უშლის ხელს.

პოგბა კი "მანჩესტერთან" 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს.

"ინდეპენდენტი" აგრეთვე ირწმუნება, რომ შეიძლება ტრანსფერში ტურინელთა თავდამსხმელი პაულო დიბალა ჩართონ, თუმცა მას "მანჩესტერში" გადასვლის სურვილი არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული