"ვესტ ბრომვიჩმა" სლავენ ბილიჩი გადააყენა

AutoSharing Option
ამ სეზონში პრემიერლიგის პირველი მწვრთნელი დაითხოვეს სამუშაოდან.

"ვესტ ბრომვიჩმა" "მანჩესტერ სიტისთან" ფრედ დასრულებული გასვლითი მატჩის (1:1) შემდეგ სლავენ ბილიჩთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

13 ტურის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩი" 7 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

ბილიჩი "ვესტ ბრომვიჩს" 2019 წელს ჩაუდგა სათავეში, იქამდე კი ინგლისში ორი წლის განმავლობაში "ვესტ ჰემს" წვრთნიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს კაცი შეიძლება საქართველოს ნაკრების მწრთნელად.სანაკრებო გამოცდილებაც აქვს და მაღალი დონის ჩემპიონატებშიც უმუშავია.თან ხორვატია და იოლად აუღებს ალღოს საქართველოს.მაგრამ მგონი საკმაოდ მეძვირეა და შეიძლებ არც იკადროს ჩვენთან საქმის დაჭერა.ეს იყო იმ ხორვატიის მწრთნელი ჩვენ რო დავამარცხეთ.
master
18:52 17-12-2020
0

სიახლეები პოპულარული