"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერლიგაზე "ვესტ ბრომვიჩთან" მოგება ხელიდან გაუშვა (1:1). "ქალაქელები" ბოლო წუთებში მთელი ძალებით ცდილობდა გამარჯვების გოლის გატანას და კომპენსირებული დროისაც ეიმედებოდა, მაგრამ არბიტრმა მხოლოდ 4 წუთი დაამატა, რამაც მისი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას აღშფოთება გამოიწვია.
პეპი მეოთხე მსაჯს, ენტონი ტეილორს მივარდა, ხმამაღლა საქმის გარჩევა დაუწყო და მეტისაგან თავი ძლივს შეიკავა. შემდეგ პეპმა ახსნა, რომ სამი წუთი მხოლოდ შეცვლების გამო უნდა დამატებოდა შეხვედრას, იყო სხვა რამდენიმე შეჩერებაც, რაც არ გაითვალისწინეს და ამან გამომიყვანა წყობილებიდან, თუმცა ჩემი რეაქცია ემოციური იყო, რადგან დროის
წამატება მხოლოდ მსაჯების კომპეტენციააო.